რა ხდება ადამიანის ორგანიზმში ვირუსის გადატანის შემდეგ - მარტო ბრიტანეთში კორონავირუსის გადატანის შემდეგ პაციენტების მესამედი ისევ საავადმყოფოებში ხვდება.
ზუსტი სტატისტიკა ასეთია: 140 დღის განმავლობაში კლინიკებში დაბრუნებული პაციენტების რაოდენობა 29.4%-ია. უმრავლესობას აწუხებს გული, გაურთულდა დიაბეტი და თირკმელებისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები.
"ხანგრძლივი კოვიდი"- ასე უწოდებენ უკვე სპეციალისტები ახალ აღმოჩენას და მოქალაქეებს მოუწოდებენ ყურადღებით დააკვირდნენ სიმპტომებს.