19 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ხანძარი თელავში - სოფელ ხოდაშენში ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა

ხანძარი თელავში - სოფელ ხოდაშენში ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში ერთი მამაკაცი იმყოფებოდა, მეზობლებმა მისი გამოყვანა უვნებლად შეძლეს.

ადგილზე 5 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მერის წარმომადგენლის გაცხადებით, დაზარალებულები დროებით სასტუმროში გადაიყვანეს, ზარალის შესწავლის შემდეგ კი მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

 

დღის ამბები