17 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
საჭიროა კოორდინირებული მუშაობა, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად მზად იყოს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობისთვის - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. მისი თქმით, საჭიროა კოორდინირებული მუშაობა იმისათვის, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. 

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი მიზნის, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ყველა ის რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ სფეროს ეხება. მათი ეფექტურობა უახლოესი წლების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება პირველ რიგში, იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკური კრიზისი გადავლახოთ და მეორე რიგში, იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად, ხმამაღალი და რაც მთავარია, დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.  

დღის ამბები