"აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა და მისი გადასინჯვა არის სასამართლოს პრეროგატივა" - ასე უპასუხა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვას - "რადგან მტკიცებულებები მოპოვებული გაქვთ, ხომ არ იგეგმება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვა"
"სასამართლო ვალდებულია მიუხედავად იმისა, იშუამდგომლებენ თუ არა მხარეები, იმსჯელონ ამ საკითხზე და შეაფასოს, რამდენად არსებობს იმ კონკრეტული მომენტისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი. ბუნებრივია, აქ მხედველობაში იღებს, მათ შორის, მტკიცებულებათა შესაძლო განადგურების საფრთხეს, მოწმეების ზემოქმედების, მიმალვის და ა.შ. აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა და მისი გადასინჯვა, არის სასამართლოს პრეროგატივა," - განაცხადა ამირან გულუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.
უწყებამ საქმეზე არსებული ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები წარმოადგინა.