17 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
ჩვენ გავიმარჯვეთ! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! - თეა წულუკიანი

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.

წულუკიანის განცხადებით, "ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს."

"ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!

საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!

ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის," - წერს თეა წულუკიანი.

დღის ამბები