17 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
ისტორიული გადაწყვეტილება გზას უხსნის საქართველოს მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის - გია ბარამიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს. 

მისი შეფასებით, ეს გზას უხსნის საქართველოს მშვიდობიანი დეოკუპაციისა და გამთლიანებისათვის.

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მართლაც ისტორიული საქართველოსთვის, რადგანაც მიუხედავად საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მოღალატური განცხადებებისა, იგი ადასტურებს, რომ სწორედ რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი, რომელმაც ჩაიდინა არაერთი მძიმე დანაშაული. განპირობებულია იმით, რომ საქართველო ნამდვილად არს ცამდე მართალი ყველა თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციასთან და ეს შეუძლებელი იყო არ დაედასტურებინათ სტრასბურგის სასამართლოს.

ეს არის დიდი გამარჯვება, რომელიც გზას უხსნის საქართველს კიდევ უფრო მეტად მშვიდობიანი დეოკუპაციისა და საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანებისათვის,"-განაცხადა გია ბარამიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დღეს განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

დღის ამბები