ალეკო ელისაშვილის და დანარჩენი ოპოზიციის გზები საბოლოოდ გაიყო.
"მოქალაქეები" "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებას დამოუკიდებლად იწყებენ, რაც შეიძლება ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლით დასრულდეს.
თავის მხრივ, მმართველი პარტია მზადაა ყველას ელაპარაკოს, თუმცა სხვა ოპოზიციურ სუბიექტებთან საქმე უფრო რთულადაა. დღეს, "გირჩმა" ოთხპუნქტიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხანგრძლივი მოლაპარაკების მთავარ პუნქტებს მოიცავს. თუმცა მასზე შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ არის მიღწეული.