07 მაისი 2024,   15:35
ვრცლად
32 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაშავებული - ბაღდადში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ერაყში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

თავდასხმა გუშინ ბაღდადში ხალხმრავალ ბაზარში მოხდა. თავი ორმა ტერორისტმა აიფეთქა. დაშავდა ასზე მეტი ადამიანი.

ერთ-ერთი სუნიტური ისლამისტური ჯგუფის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე შიიტი მუსლიმები იყვნენ.

დღის ამბები