ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გასული წლის დეკემბერში რეგულაციების შემსუბუქების შედეგების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ჩვენ ახლა სტატისტიკურად პლატოს პერიოდში ვიმყოფებით. ამასთან, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ყველა შეზღუდვა ერთდროულად ვერ მოიხსნება და ის, რა გადაწყვეტილებაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, ეპიდემიოლოგიური სურათის პასუხია.
"მცირედი სტატისტიკური მატება ჩვენ ვნახეთ იანვრის შუა რიცხვებში, თუმცა, მალევე ეს დაუბრუნდა ჩვეულ ნიშნულს. ახლა ვართ, გარკვეულწილად, სტატისტიკურად, პლატოს პერიოდში.
ყველა შემსუბუქება იქნება ეპიდემიოლოგიური სურათის პასუხად. რისკები, რომლებიც სარესტორნო ბიზნესთანაა დაკავშირებული, უფრო მაღალია, ვიდრე სხვა რისკები. ამდენად, გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება შედარებით მოგვიანებით ეტაპზე ამ შეზღუდვის მოხსნას, აიხსნება სწორედ თანმიმდევრულობის აუცილებლობით. პირველ რიგში. ოპერირების საშუალება უნდა მიეცეს სკოლას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რაც განსაკუთრებული ბაზისური საჭიროებაა საზოგადოებისთვის," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.