03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
ვანის რაიონის გამგებლის მოადგილე ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება

ვანის რაიონის გამგებლის მოადგილე ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ვანის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საქმეს 338-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს.

უწყების ინფორმაციით, კობა ძაგნიძემ ერთ-ერთ კომპანიას ქრთამის სახის სატენდერო ღირებულების 25% ვანის მუნიციპალიტეტში ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ გამოართვა.

ამავე საქმეზე ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის ყოფილი უფროსი ავთანდილ ჭელიძე და სოფელ ამაღლების ყოფილი რწმუნებული მამია გაბუნია დააკავეს.

კობა ძაგნიძის თანაფრაქციელები დაკავების მოტივს არ ეთანხმებიან და საქმეს პირად ინტერესებს უკავშირებენ. საკრებულოს წევრების ინფორმაციით, დაკავებულ ძაგნიძეს საკრებულოს თავმჯდომარესთან უთანხმოება ჰქონდა.

დაპირისპირებას ძაგნიძესთან არ უარყოფს თავად საკრებულოს თავმჯდომარეც, თუმცა ალექსანდრე ლილუაშვილი ამ დაკავებაში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს.

ფინანსური სამსახურის თანამშრომლები ვანის საკრებულოში ფინანსურ მონიტორინგს ამ დრომდე განაგრძობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები