პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ მომდევნო კვირას დიპლომატებთან შეხვედრა შედგეს. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, დიპლომატიურ კორპუსთან პარტიას კომუნიკაცია აქვს.
"დიპლომატებთან კომუნიკაცია გვაქვს, იმ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გვქონდა როგორც ევროკავშირის საელჩოსთან კომუნიკაცია, ასევე შეერთებული შტატების საელჩოსთან. ახლა ვართ ამ რეჟიმში, იქიდან რა ინფორმაციაც წამოვიღეთ, იმის გაანალიზების ეტაპზე, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ იქითა კვირას იყოს კიდევ ერთი შეხვედრა,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.