"განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში დაგვირეკეთ," - ამ განცხადებას "რუსთავი 2"-თან საუბრის დროს 112-ის წარმომადგენლები აკეთებენ. მათი განცხადებით, ხშირია ზარები, რომელზეც 112-ის თანამშრომლები მოქალაქეებს დახმარებას ვერ გაუწევენ.
"შემოდის ზარები, იპოვეს, თუ - არა ნიანგი, რამდენ ხანში აღარ იქნება საცობი. ესეთ შემთხვევებზე ნუ გვირეკავენ. ეს ტვირთავს ხაზებს და ვისაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება, ისინი ვეღარ რეკავენ. ვთხოვთ მოქალაქეებს მხოლოდ საჭიროების და აუცილებლობის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ," - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ოპერატიული მართვის ცენტრის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი
112-ის ხელმძღვანელი დღესვე ბრალდებებს გამოეხმაურა.
"ვრცელდება ცრუ ინფორმაციები იმის შესახებ, რომ 112 ზარებს არ პასუხობსო. ნუ ავრცელებენ ასეთ ინფორმაციას, რომ ჩვენ აქ ფეხი ფეხზე გვაქვს გადადებული. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად," - აცხადებს 112-ის ხელმძღვანელი გიორგი ბიჭაშვილი.