19 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
თელავის პროკურატურასთან აქცია დასრულდა - აქტივისტების მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

თელავის პროკურატურასთან აქცია დასრულდა. აქტივისტების მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ისინი პროკურორს შეხვდნენ.

თითქმის ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საქმის ფიგურანტებსა   და პროკურორს შორის შეხვედრა, სადაც მათ გამოძიების დროულად დასრულება და დამნაშავის დასჯა მოითხოვეს.
ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ პროკურატურა არ ასრულებს თავის მოვალეობას  და დამნაშავები შესაბამისად არ ისჯებიან, რისთვისაც გამოძიების მიმდინარეობას დააკვირდება და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტას სამომავლო ნაბიჯებს. 

მანამდე, პოლიტიკოსმა რამდენიმე აქტივისტთან ერთად ტუალეტის ქაღალდები დაყარა და მუქი ფერის სითხე დაასხა. მსგავსი აქცია პერფომანსით  მათ პროკურორს მშიშარა და მონა უწოდეს. 

აქციის მონაწილეების თქმით, მომხდარიდან თითქმის ერთი თვე გავიდა, სამართალდამცველებს კი ამ დრომდე არ ჰყავთ დაკავებული ის პირები, რომლებმაც მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

საქმე ეხება მიმდინარე წელს მომხდარ ფაქტს რა დროსაც, აქტივისტების მტკიცებით, ავტომობილი მიზანმიმართულად დააჯახეს მათ კარავს.
მსგავსი მოთხოვნებით სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი რამდენჯერმე გამოხატეს. 

დღის ამბები