პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. რა საკითხებს განიხილავს მმართველ პარტიაში უცნობია. უმრავლესობის წევრებს შეხვედრამდე მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ. სხდომას ირაკლი კობახიძე უძღვება.
მას შემდეგ, რაც პარტია ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დატოვა და მის ნაცვლად ახალი თავმჯდომარე აირჩიეს დღევანდელი შეხვედრა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს პირველი სხდომაა.