17 ნოემბერი 2024,   12:18
ვრცლად
ომის თემაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ენმ-ს ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მსვლელობით გააპროტესტეს

ომის თემაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მსვლელობით აპროტესტებენ. ამ წუთებში, აქციას მართავენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.

ავტომობილების კოლონა პრეზიდენტის სასახლისკენ რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა და ათონელის რეზიდენციამდე მივა.

"ეს არის ის ქალბატონი, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს ადანაშაულებდა აგრესიაში. ეს არის ქალბატონი, რომელმაც ძალიან დააზიანა ურთიერთობები ჩვენს მეზობელთან და სტრატეგიულ პარტნიორთან აზერბაიჯანთან. ეს არის ქალბატონი, რომელიც მადლობას უხდის თამარ ჟვანიას კარგად ჩატარებული არჩევნებისთვის და ზოგადად, ეს არის ქალბატონი, რომელიც გამოირჩევა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით. მას არანაირი უფლება არ აქვს, ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი, მით უმეტეს როდესაც ის არავის არ აურჩევია ამ პოსტზე და ის პირდაპირ დანიშნეს,“ - აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი. 

 

დღის ამბები