თბილისში რუსეთის საკონსულოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას აპროტესტებენ, რომელსაც რუსეთში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დღევანდელ აქციაზე ასევე გააპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას საქართველოსა და უკრაინაში.
"აქცია ეხება ალექსეი ნავალნის დაკავებას. აქ პროტესტს გამოხატავენ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. მადლობა ღმერთს, რუსეთმა გაიღვიძა და ხედავს რაც ხდება. ჩვენ ვგმობთ პუტინის რეჟიმს, მის მიერ განხორციელებულ აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში. ამის შესახებ კი ყველა ქვეყანაში ვსაუბრობთ სადაც ჩავდივართ," - ამბობს ამერიკული ორგანიზაცია "თავისუფალი რუსეთის ფონდის" სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი, იგორ კუროპტევი.