17 ნოემბერი 2024,   12:17
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც 25 იანვრიდან 29 იანვრამდე გაგრძელდება, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

კოლეგებს შორის დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. საქართველს პარლამენტის წევრები ვარაუდობენ, რომ პირველი დოკუმენტი, რომელიც სესიაზე განიხილება საპარლამენტო ანგარიშს შეეხება, რომელიც ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიამ მოამზადა.

ასევე მხარეები შეაჯამებენ მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც საქართველოში ჩატარებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შეეხება. 

"ვაპირებთ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა განხილვებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც პირველ დღეს იქნება წარმოდგენილი, ეს არის ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით, ის მიგნებები, რომელიც მათ დააფიქსირეს. იმავე დღეს სავარაუდოდ იქნება მონიტორინგის ანგარიშის წარდგენაც. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ანგარიშის დადებითი პოზიციების შეფასებები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მიმართ. მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ყველას პოზიცია და დავსახოთ მიზნები უფრო დადებითი ანგარიშისთვის, რომელიც ერთი წლის თავზე დაიდება, ის გეგმები და მიზნები, რომელიც გვაქვს და გვინდა განვახორციელოთ,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა.

დღის ამბები