17 ნოემბერი 2024,   12:21
ვრცლად
"პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში" - ნინო ლომჯარია

არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრების მიერ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს სახალხო დამცველი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ პირისთვის ნაგვის ურნის "თავზე ჩამოცმა" არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

"გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!,"- წერს ომბუდსმენი. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივამ" შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც მას ნაგავი მიაყარეს.

დღის ამბები