03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
სოფელ მოხეში ერთმანეთს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ

სოფელ მოხეში, შენობაში, რომელიც ადგილობრივ მუსლიმებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. ადგილობრივები გადაწყვეტლებას ელოდებიან.

სადავო შენობასთან დაკავშირებით განცხადება ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მეუფე თეოდორემ გააკეთა და განაცხადა, რომ აქ მეჩეთი არასდროს ფუნქციონირებდა.

სამცხე-ჯავახეთის მუფტი მამუკა ვაშაყმაძე კი გამგებელს კრიმინალს უწოდებს, ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე კი პასუხისმგებლობას საპატრიაქროს აკისრებს.

„რეგიონში მოქმედი მეჩეთი არის ძალიან ბევრი და იქ მცხოვრებ მუსლიმებს ხელი არ ეშლებათ, დაესწრონ მუსულმანურ მსახურებას, აღნიშნული შენობა კი უნდა გადაეცეს საპატრიარქოს,“- აცხადებს მეუფე თეოდორე. 

სამცხე-ჯავახეთის მუფტი მამუკა ვაშაყმაძე კი პროცესების განვითარებასა და მოსალოდნელ დესტაბილიზაციაში პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები