ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი ახალ კვლევას აქვეყნებს. ჯანდაცვა და ეკონომიკა, ვაქცინაცია და ახლადარჩეული პარლამენტი - ეს ძირითადი თემებია, რასთან დაკავშირებითაც, 2053 ადამიანი გამოიკითხა.
კითხვაზე - "მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი?"- პასუხები ასეთია:
მისაღებია -74 %
მიუღებელია -9%
არ ვიცი -16%
აღნიშნული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე,
ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი.
რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.