19 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში ზაზა გახელაძის პროცესი დღესაც გაიმართება

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის, სასამართლო პროცესი დღესაც გაიმართება. გახელაძის ოჯახი დამატებითი ინფორმაციას პროცესის დაწყების დროზე ან განსახილველ საკითხებზე არ ფლობს. 

საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს, ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული.

დე ფაქტო ხელისუფლება მას ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა ორჯერ გაუგრძელეს. ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

 

 

 

დღის ამბები