25-27 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.