20 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
„გადაუდებელია იმ ადამიანების დახმარება, ვინც დაზარალდნენ სტიქიური უბედურების დროს," - დავით უსუფაშვილი

პარლამენტში ბიუროს სხდომა დღეს დუმილით გაიხსნა. დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის, გარდაცვლილების და დაკარგულების შესახებ დეტალური ინფროამცია მიაწოდა. პარლამენტის სპიკერმა ასევე ხაზინადართა საბჭოს საკანონმდებლო ორგანოს 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების დროუილად შეტანა და დაზარალებულთა ფონდში მილიონი ლარის გადარიცხვა დაავალა.

„პრიორიტეტები სწორად განვსაზღვროთ რა უფრო გადაუდებელია. დღეს პირველ რიგში გადაუდებელია იმ ადამიანების დახმარება, ვინც დაზარალდნენ სტიქიური უბედურების დროს, ასევე გადაუდებელია იმ ინფრასტუქტურის აღდგენა, რაც ქალაქის მომავალი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო და ასევე გდაუდებელია, მომავალში მსგავსი ტრაგედიებისგან ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალური დაცვა“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები