19 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
მოსახლეობის 28% -ის აზრით, პრემიერ-მინისტრი საქმიანობას კარგად ართმევს თავს - NDI

როგორ შეაფასებდით ლიდერებისა და ინსტიტუტების საქმიანობას?

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 28 პროცენტი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრი საქმიანობას კარგად ართმევს თავს. 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია -კარგად 28%

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - კარგად -12%

პარლამენტი - კარგად -14%

ცენტრალური საარჩევნო კომისია -კარგად -21%

სასამართლოები - კარგად -12%

NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

დღის ამბები