26 აპრილი 2024,   16:25
ვრცლად
კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარებაა - ლევან ბეჟაშვილი NDI-ის კვლევაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული საყოველთაო შიშის გათვალისწინებით, NDI-ის კვლევისთვის გამოკითხულთა 50% პოზიციის დაფიქსირებაზე უარს აცხადებს. ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარებაა და მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებს.

"ყველასათვის ცხადია, რომ ამ ქვეყანაში საყოველთაო შიშის გათვალისწინებით სატელეფონო საუბრები არ არის რებეზნაბელური. მოსახლეობის 50% უარს აცხადებს გამოკითხვაში მონაწილეობაზე და პოზიციის დაფიქსირებაზე, სწორედ ამით არის განპირობებული ოპოზიციის პარტიების შემცირებული რეიტინგი. იმავდროულად კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარება არის, ქვეყანა მიტოვებულია და მთავრობა ვერ ახერხებს ამ პრობლემის მოგვარებას და საყოველთაო ნიჰილიზმს ასხივებს ეს კვლევებიც," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ნორმალურ ვითარებაში ყველა პარტია უნდა იყოს საპარლამენტო მუშაობაში ჩართული, თუმცა დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება ნორმალური არ არის.

"ნორმალურ ვითარებაში ყველა არჩეული პარტია უნდა იყოს პარლამენტში, მაგრამ აქ ჩნდება კითხვები, არის ეს ნორმალური ვითარება და ამაზე პასუხი არის სხვა კითხვებიდან, რომ დღეს არსებული ვითარება არ არის ნორმალური. მეორე კითხვაა: ჩატარდა ნორმალური არჩევნები და ამაზე პასუხი არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის შეფასებები. შესაბამისად, ჩვენთვის ეს არის გზავნილი, რომ ეს კვლევაც კი, მიუხედავად ინტერპრეტაციისა, რომელსაც "ქართული ოცნება“ აყენებს, მათთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

 შეგახსენებთ, NDI-ის ახალ კვლევაში დასმულ კითხვაზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება, მოქალაქეების უმეტესობა პასუხობს, რომ საპარლამენტო მუშაობაში ყველა პარტია უნდა ჩაერთოს.

დღის ამბები