17 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ საპარლამენტო მუშაობაში ყველა პარტია უნდა ჩაერთოს - NDI ახალ კვლევას აქვეყნებს

საპარლამენტო მუშაობაში ყველა პარტია უნდა ჩაერთოს - ასეთია მოქალაქეების უმეტესობის პასუხი NDI-ს ახალ კვლევაში დასმულ კითხვაზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ახალ კვლევას აქვეყნებს. 17-24 დეკემბერს ტელეფონით გამოიკითხა 2053 რესპოდენტი.

ჯანდაცვა და ეკონომიკა, ვაქცინაცია და ახლადარჩეული პარლამენტი - ეს ძირითადი თემებია. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა მოქალაქეთა ინტერესები გაატაროს, პარტიების თანამშრომლობა და პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართულობაა საჭირო.

კითხვა ასევე დასმულია იმაზე, რამდენად კარგად უმკლავდება მთავრობა კორონავირუსის პანდემიას - გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ კარგად. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. 

დღის ამბები