ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა მთავრობას პეტიციით მიმართეს. ბიზნესსექტორმა 5 პუნქტიანი პოსტკოვიდური სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, თუ რა შეზღუდვების მოხსნა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ტურიზმი გადარჩეს.
მათი მთავარი მოთხოვნაა 1 თებერვალს სამთო-სათხილამურო კურორტები გაიხსნას და დროულად აღდგეს ფრენები.
"აუცილებელია 1 თებერვლიდან გაიხსნას სამთო-სათხილამურო კურორტები, რომ ამ კურორტებს, რომლებსაც მთელი სეზონი ჩაუვარდათ, ერთი თვე მაინც ჰქონდეთ, რომ რაღაც შესაძლებლობა ჰქონდეთ და დაასაქმონ თავიანთი თანამშრომლები.
გარდა ამისა, ერთ-ერთი ჩვენი მოთხოვნაა გაიხსნას საზღვრები, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო," - განაცხადა "ინნ ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ.