მზიურში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი2-ს" კრიზისების მართვის საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძრვანელმა ნატო ნიჟარაძემ დაუდასტურა.
როგორც ცნობილია ცხედრის ამოყვანის პროცედურები ამ წუთებში მიმდინარეობს. ინფორმაციას პიროვნების სქესისა და ვინაობის შესახებ კრიზისების მართვის საბჭო უახლოეს მომავალში გაავრცელებს.