20 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
14 ივნისის სტიქიის შედეგები - 13 დაღუპული და 9 დაკარგული

14 ივნისის სტიქიის შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგული 10-ზე მეტი ადამიანი დღეს სახლში დაბრუნდა, თუმცა დაღუპულთა რიცხვი უკვე 13-მდე გაიზარდა. ისევ ეძებენ 9 ადამიანს, რომლის ადგილსამყოფელიც ამ დრომდე უცნობია.

უსაფრთხოების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე გზის გახსნაზე საუბრობს.

„გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი გაიხსნება დღეს, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები, გმირთა მოედანზე ფაქტიურად დასრულებულია სამუშაოები და დღეს ესტაკადის გახსნა მოხდება,“ - განაცხადა უსაფრთხოების მართვის საბჭოს თავმჯდომარემ მინდია ჯანელიძემ.

 
დღის ამბები