17 ნოემბერი 2024,   12:18
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა - მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს

ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო კონტრაქტირების პირობებს, კლინიკების ფინანსებს და კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას. შეხვედრას სამედიცინო სფეროს 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

"მნიშვნელოვანია კლინიკებისთვის გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრა, მათი სამომავლო საქმიანობის, ასევე ზოგადად ჯანდაცვის სექტორში სელექტიური კონტრაქტირების პირობებთან მიმართებაში, ასევე ტარიფაკაციის პროცესთან მიმართებაში. ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, რომ ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ეს პროცესი გაგრძელდეს იმისთვის, რომ განისაზღვროს ზუსტი საჭიროება,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები