ოლიმპიური მზადების ცენტრის თანამშრომლები ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად შენობას ასუფთავებენ.
გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია ნიკა მელია, რომლის თქმით, მერიის შესაბამიმისი სამსხურის ტექნიკა ადგილზე არ მუაშოაბს.
"ჯერჯერობით მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ვერ მოაღწიეს ამ ადგილამდე, ვინაიდან როგორც ჩანს ძალიან დიდი ზარალია სხვა ადგილებში, აქ საჭიროებს ტექნიკა, რომელმაც უნდა იმუშაოს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ტექნიკა არ მუშაობს და ფიზიკური ძალით ვმუშაობთ. ჩვენ ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვაკეთებთ ამას, ვინაიდან ჩვენი ვალია ეს," - განაცხადა ნიკა მელიამ.
გაწმენიდით სამუშაოებში მონაწილეობას მოხალისეებთან ერთად ირაკლი აბესაძეც იღებს.
„კარგი იქნებოიდა რომ მერიას შეძლებოდა აქ პატარა ტექნიკის მობილიზება და უფრო ორგანიზებულად ამ სამუშაობის წარმოება კარგი იქნებოდა," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე საათის წინ დაიწყო და პროცესებში ოპოზიციის მხარდამჭერებიც ჩაერთვნენ.