სტიქიით დაზარალებულ სოფელ ახალდაბამდე მისასვლელი გზა ხვალამდე უნდა აღდგეს, - სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მოსახლწობას უკვე მიეწოდა სურსათი, პირველადი მოხმარების ნივთები და გენერატორები.
“ნახევარ გზაზე მეტი არის გაწმენდილი, მე ვესაუბრე ნოდარ ჯავახიშვილს და მითხრა, რომ დღის ბოლომდე ან მაქსიმუმ ხვალ გაიხსნება გზა, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ტექნიკა შემოვიყვანოთ, რომ ერთიანი ძალებით დავეხმაროთ მოსახლეობას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ყველა ოჯახის მდგომარეობა იქნება აღწერილი. მისივე თქმით, თუ რაიმე ზარალი იქნება, დახმარებას გაუწევენ.