ვაკეში ლომის ბოკვერის დაკავებას ამ დრომდე ცდილობენ. ჭავჭავაძის 83 ნომერთან ამ წუთებში სპეცდანიშნულების რაზმიც გამოჩნდა. არსებული იფნორმაციით სპეცრაზმის წევრები მიმდინარე ოპერაციაში ჩაერთვებიან.
როგორც "რუსთავი 2"- თან საუბრისას ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს სპეცრაზმის წევრები ცეცხლსასროლი იარაღით არიან შეიარაღებულები.
შეგახსენებთ, რომ საღამოს 6 საათისთვის ლომის ბოკვერი ჭავჭავაძის გამზირის 83 ნომერში მანქანის უკან შენიშნეს, მას შემდეგ რაც ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ ბოკვერი კუს ტბის მიმართულებით გაიქცა.