17 ნოემბერი 2024,   12:15
ვრცლად
რეიტინგი არ განსაზღვრავს შედეგებს, რომელსაც პარტიები აჩვენებენ არჩევნებზე - ოპოზიციის ნაწილისთვის NDI-ს კვლევა რეალობას არ ასახავს

საქართველოს პარლამენტში პარტიების საქმიანობა იყო ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც NDI-ს კვლევაში იყო ხაზგასმული. სატელეფონო გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის დაახლობით 80% მიიჩნევს, რომ ბარიერგადალახული ყველა პარტია უნდა იყოს პარლამენტში. ამ ფონზე, ამავე კვლევის მიხედვით, მკვეთრადაა გაუარესებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რეიტინგები.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ სატელეფონო გამოკითხვები არ ასახავს რეალობას და კითხვა არასწორად იყო ფორმულირებული

"სატელეფონო გამოკითხვა, ხშირ შემთხვევაში, არ ასახავს რეალობას, რადგან 50% არ ასახავს იმ კითხვას, შიშის გამო და ა.შ. როცა ჩვენ არ გვაქვს მთლიანი კონსტრუქცია, ანუ, ადამიანები არ პასუხობენ, ძალიან რთულია იმის დადგენა, როგორია რეალური სახე,"-განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს არ სჯერა, რომ ხალხს უნდა ისეთი პარლამენტი, სადაც ოპოზიციას არ აქვს ფუნქცია და ტყუილად იღებს ხელფასს ბიუჯეტიდან. 

"გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ კითხვაზე, რომელიც კვლევის დროს დაისვა, თვითონაც მსგავს პასუხს გასცემდა, თუმცა, მოცემულობა არის ის, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტში არ შედის. 

"კითხვა იყო, უნდა იყოს ოპოზიცია თუ არა პარლამენტში. მე რომ მკითხოთ, მეც გეტყვით, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში. უბრალოდ, მოცემულობაა ეგეთი, რომ, ამ მოცემულობაში, პარლამენტში არ შედის არცერთი ოპოზიციური პარტია.

ჯერ ერთი, ის რეიტინგიც არ განსაზღვრავს იმ შედეგებს, რომელსაც პარტიები აჩვენებენ არჩევნებზე. როგორც წესი, აჩვენებენ ხოლმე ტენდენციებს, რადგან ერთი და იგივე მეთოდოლოგიით ტარდება ხოლმე NDI-ს და IRI-ს კვლევები - შეგიძლია ტრენდი დაინახო - გაიზარდა, დაიკლო, მაგრამ ეს ხომ არ არის საარჩევნო რეიტინგი. სატელეფონო კვლევით ჩატარებული არ დარდება წინა შედეგებს, ამიტომ, ვერც იმას ვიტყვით, გაიზარდა თუ არა,"-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

დღის ამბები