ცოტა ხნის წინ მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა მიწაში დამარხული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა იპოვეს. ამ დროისთვის ავტომობილის მიწიდან ამოტანას ცდილობენ.
არსებობს ვერსია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ამ მანქანაში მოქალაქეები იმყოფებოდნენ და არის მსხვერპლი, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ამ ეტაპზე არ დასტურდება. როგორც "რუსთავი 2-ს" სასწრაფო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს მანქანაში არავინ არ იჯდა და ის უხვად მოვარდნილმა წყალმა სასწრაფოს სადგომიდან ვერეს ხეობაში ჩაიტანა.
ავტომობილი ამ დრომდე მიწით არის სავსე. შემთხვევის ადგილზე მუშაობს "კურიერის" გადამღები ჯგუფი.