დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით გადის ცვლილება რეგლამენტში, რომელიც უფრაქციო დეპუტატებს თანამდებობების დაკავების უფლებას აძლევს.
საუბარია კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებისა და ვიცე-სპიკერის პოსტზე. ინიციატივა "ქართულმა ოცნებამ" დააყენა. უმრავლესობა ამბობს, რომ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში.
"პარლამენტის არჩევნების შემდეგ მივიღეთ შემდეგი სურათი, როდესაც ავტომატურ რეჟიმში, როგორ რეგლამენტი ითვალისწინებდა მხოლოდ 2 პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდა ფრაქციის ჩამოყალიბების საშუალება, დანარჩენი 7 პოლიტიკური სუბიექტი ვერ აყალიბებდა ფრაქციას თუ მათ შორის არ მოხდებოდა შეთანხმება, ამიტომ იმისთვის რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მათ შორის, ვინც დღეს არის შემოსული პარლამენტში, ჰქონდეს პარლამენტის ცხოვრებაში უფრო ფართო ჩართვის საშუალება, ვაკეთებთ ამ შესწორებას," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.