პარლამენტში რიგგარეშე სესია ჰიმნით გაიხსნა. სესიას 82 დეპუტატი ესწრება რომლებიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს შეეხება და დაგეგმილი შესწორების თანახმად უფრაქციო დეპუტატებს თანამდებობების დაკავების უფლებას მისცემს.