20 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
უსახელო მდინარე თბილისს მორიგი სტიქიით ემუქრება

მდინარემ, რომელიც იმდენად პატარა იყო, რომ სახელიც კი არ აქვს ბოლო ორი დღეა მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მოულოდნელად კალაპოტში წყლის დონემ ისე აიწია, რომ გზაც წაიღო და გარშემო სხლებიც დატბორა. ორი დღის წინ სტიქიის დროს მდინარე ვერეს სწორედ ეს ადიდებული მდინარე შეუერთდა. ის დედაქალაქისთვის საფრთხეს ამ დრომდე წარმოადგენს. განსაკუთერებით მას შემდეგ რაც გუშინ ღამე მეწყერი ჩემოწვა და ხეობა თითქმის მთლიანად გადაკეტა. 

გადაწყვეტილებამდე როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა ვერც ვაკე-საბურთალოს გამგებელი და ვერც შემთხვევის ადგილზე მისული მთავრობის სხვა წევრები ვერ მივიდნენ. ადგილი დაათავლეირეს გეოლოგებმაც. ყველა მათგანი ადასტურებს რომ სიტუაცია რთულია და სახიფათო. მთავარი გათვლა კოლექტორის გამტარიანობაზე კეთდება. 

ადგილობრივი მოსახლეობის ტერიტორიიდან გაყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლებას ამ დრომდე არ მიუღია. დამეწყრილ ტერიტორიაზე ჩამოშლილი კლდის მასა კი ნგრევას აგრძელებს. უხვი ნალექის შემთხვევაში არ არის გამორიცხული კლდე კვლავ ჩამოიშალოს. რაც ხეობის მთლიანად ჩახერგვას ნიშნავს.

 

ავტორი ეკა გაგუა

 
ამავე თემაზე
დღის ამბები