სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსჯელობას პარლამენტის საპროცედურო კომიტეტში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლას გამორიცხავს.
"პარლამენტში შესვლა გამორიცხულია, განცხადება დაწერილია, სია ჩახსნილია, ისევე, როგორც სხვა პარტიების, ამიტომ შესვლა უპასუხისმგებლობა იქნება. რომც გამოაცხადონ ახალი არჩევნები, ამ წელში და გვითხრან, რომ შემოდით პარლამენტში, ამის გათეთრება და ამ უწმინდურობის და უკანონობის სიმბოლოს გალეგიტიმურება უფრო მეტი დანაშაულია,"- აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.