"დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ. ჰოლოკოსტი სიტყვებით დაიწყო და გაგრძელდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის შემზარავი მკვლელობით," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს.
"დღევანდელ დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება!"- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.