სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მსურველები შემოწირულობებით მთელი დღის განმავლობაში მიდიოდნენ გამგეობებსა და რამდენიმე სხვა ადგილზე გახსნილ პუნქტში. თბილისმა ტრაგედიიდან 24 საათში გულისხმიერების, თანადგომის და ქველმოქმედების მაგალითი უჩვენა.
წითელი ჯვრის კარვებში უკვე ასობით ტონა ტანსაცმელი მოგროვდა, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ შესაწირ ნივთებს პატრონები თავად მიუთითებენ, ვისთვის არის განკუთვნილი.
დახმარების მსურველებს შორის იყვნენ კერძო პირები, ადამიანები ოჯახებით და კერძო კომპანიები.
დახმარების ცენტრებში მოდიოდნენ ისინიც, ვისაც დახმარება თავად სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი ძეგვის თავშესაფარი იყო.
წყლისა და საკვების გადატანა ისეთ ადგილებში, სადაც მოქალაქეები დილიდან მუშაობდნენ საკუთარ თავზე თბილისის ველომოყვარულთა ჯგუფმა აიღო, მათ ბაიკერებიც შეუერთდნენ.
იმ ადამიანებს შორის, ვინც დახმარებისთვის მზად აღმოჩნდა, ყველაზე დიდი ანსამბლი სუხიშვილები იყო. სტიქიიდან რამდენიმე საათში მოცეკვავეებმმა აქცია საკუთარი სახსრებით ფეისბუქის ჯგუფში დაგეგმა.
ავტორები: მაია ლომიძე.