გადარჩენილ საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ავეჯს სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლები მთელი დღის განმავლობაში აგროვებდნენ. მას შემდეგ რაც, მოვარდნილმა წყალმა საცხოვრებლი სახლები ნაშალი მასალით გაავსო, ავეჯის დიდი ნაწილი გამოსაყენებლად უვარგისია.
სვანიძის ქუჩაზე სტიქიამ საცხოვრებლის გარეშე 24 ოჯახი დატოვა. უსახლ-კაროდ დარჩენილებმა წუხანდელი ღამე მთავრობის მიერ ნაქირავებ ფართებში გაატარეს.
საგანგებო რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა. მაშველებს სახლებისა და ეზოების ნაგვისა და ნაშალი მასალისაგან გაწმენდაში დილიდან მოხალისეებიც ეხმარებიან.
დილიდან განახლდა სვანეთის ქუჩაზე ერთ-ერთი დაკარგულის სამძებრო სამუშაოებიც. 78 წლის გურამ პეტრიაშვილი გარდაცვლილი საკუთარი სახლის პირველ სართულზე ნახეს. ნაშალი მასალისაგან სახლის გაწმენდა და ცხედრის მოძებნა მაშველებმა 5 საათიანი უშაობის შემდეგ მოახერხეს.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე