20 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა ყოველდღიურად მატულობს

სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა ყოველდღიურად მატულობს-წინასწარი გათვლებით, ზარალის ლიკვიდაციას ჯერ კიდევ გუშინ 40 მილიონი სჭირდებოდა, თუმცა ეს ციფრი კიდევ გაიზრდება.

მთავრობა სახსრების მობილიზებას პარტნიორების მხარდაჭერითა და ბიუჯეტის ცვლილებებით გეგმავს.

ცენტრალური ბიუჯეტიდან მერიას 10 მილიონი ლარი უკვე გამოეყო, თუმცა რა ოდენობის თანხაა საკმარისი პირველადი საჭიროების დასაფარად, გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისას დაზუსტდება.

სტიქიით მიყენებულ ზარალზე დღეს საკრებულოს ორ კომისიაში იმსჯელეს და მერიას მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 18 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტის აღებაზე ნებართვა მისცეს.

ერთ მილიონ ლარს საკუთარი ბიუჯეტიდან მთავრობას პარლამენტი დაუბრუნებს, თანხა დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.

სტიქიის შედეგად ამ დროისთვის სახლის გარეშე 80 ოჯახია დაერჩენილი. დროებით საცხოვრებელში გადაყვანილებს ხელისუფლება მუდმივი ფართით უზრუნველყოფას ჰპირდება.

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, გიორგი იუკურიძე, დავით ცინცაძე. 

 
დღის ამბები