ბეთანია-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. გზის ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთი 13 ივნისის ღამით წამოსულმა მეწყერმა მთლიანად დაანგრია. მიწის მასამ რამდენიმე ჰექტარი დაფარა.
ბეთანია-წყნეთის გზაზე ჩამოსული მიწის მასა იმდენად დიდი იყო რომ ნაშალი ახალდაბაშიც ჩაიტანა, სადაც სამუშაოები უკვე მეორე დღეა გრძელდება. ადგილზე დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, ახალდაბის გზა ნაწილობრივ დღეს გაიხსნება, თუმცა ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით წყნეთისა და ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები ვერ დაიწყება.
სამუშაოების დაწყებას არც გეოლოგები ეთანხმებიან. თამაზ შილაკაძე რომელმაც, თამარაშვოილისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი გზა დააპროექტა არ გამორიცხვას, რომ წვიმის შემთხვევაში მეწყერი განმეორდეს.
როდის დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები ბეთანია-წყნეთის გზაზე უცნობია. სავარაუდოდ გზის აღგენას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდება.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი