17 ნოემბერი 2024,   12:13
ვრცლად
პარლამენტმა ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინიციატივა მეორე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროულად მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინიციატივა მეორე მოსმენით დაამტკიცა.

ინიციატივას 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო ცვლილებას დეპუტატები დღეს რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით დაამტკიცებენ.

პროექტის მიხედვით, ვაქცინის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ზიანი მწარმოებლის, კლინიკის ან/და მედპერსონალის შეცდომით არ იქნება გამოწვეული.

პასუხისმგებლობების გადანაწილება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნაა.

დღის ამბები