20 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
15 დაღუპული, 11 დაკარგული, 7 დაშავებული - პრემიერმა მთავრობის წევრებისგან ანგარიში მოსმინა

"მთავრობა სრულად აკონტროლებს ვითარებას" - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე განაცხადა და იმ რთულ წერტილებზე ისაუბრა, რომელიც ჯერ კიდევ რჩება. პრემიერის თქმით ყველაზე რთული უბანი კვლავ სვანიძის ქუჩაა.

„ჯერჯერობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 11  მოქალაქე, რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დროისთვის საავადმყოფოებში რჩება 7 ადამიანი, ყველა მდგომარეობა არის სტაბილური, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხვალ დილისთვის გზის აღდგენა იგეგმება. იწმინდება ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორია. მელიქიშვილის გამზირის დაზიანებული მონაკვეთი აღდგენილია და რამდენიმე საათში გზა გაიხსნება,“ - განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ისაუბრა ასევე ზოოპარკის შესახებაც და განაცხადა, რომ ზოოპარკის ადმინისტრაციის მტკიცებით არცერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის ტერიტორიის გარეთ არ იმყოფება.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სამსახურების წარმომადგენლებს ვინც აქტიურად არის ჩართული სამაშველო სამუშაოებში, ასევე პრემიერის განსაკუთრებული მადლობა მოხალისეებმა მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა თბილისელებსაც, რომლებმაც მანქანებით გადაადგილებაზე მთავრობის თხოვნა გაითვალისწინა.

 
დღის ამბები