"ზარალი შესაძლოა ასი მილიონიც იყოს" - ამის შესახებ ვიცე-პრემირმა კახა კალაძემ "კურიერთან" ისაუბრა და თქვა, რომ ზარალის დასათვლელად სპეციალური კომისია იმუშავებს.
"რამდენიმე ათეულ მილიონზე იქნება საუბარი თუ ასეულზე არა, თუმცა პირველი რაც უნდა გაკეთდეს უნდა შეიქმნას კომისიები და მოხდეს ზარალის დათვლა," - აცხადებს კალაძე.
ვიცე-პრემიერმა ასევე დაზარალებულ მოქალაქეებზეც ისაუბრა და თქვა, რომ დაზიანებული სახლების ნაწილი ახლიდან ასაშნებელია, ნაწილი კი რეაბილიტაციას ექვემდებარება.
"სანამ არ გაკეთდება, არ აშენდება და არ გარემონტდება ეს სახლები ჩვენ მათზე ვიზრუნებთ," - ამბობს კალაძე.
ვიცე-პრემიერმა გზების აღდგენოთ სამუშაეობზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რთულ მონაკვეთად ითვლება წყნეთი-ბეთანიის გზა, რაც შეეხება თბილისს, აქ სამუშაოები თითქმის დასრულებულია და სანაპიროს გახსნა ხვალისთვის იგეგმება.
ვიცე-პრემიერი მოუწოდებს თბილისელებს ხვალაც თავი შეიკაონ ქალაქში ავტომანქანებით გადაადგილებისგან.