სვანიძის ქუჩის მოსახლეობა შოკიდან ვერ გამოდის. ადგილობრივებს უჭირთ იმ დღის გახსენება, როდესაც ახლობლები დაკარგეს, ნაწილი კი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. დღეს პირველად დაზარალებულები საკუთარ სახლებში უფრო სწორად კი იმ ნანგრევებთან იმყოფებოდნენ, რაც სტიქიმ დატოვა.
ქუჩაზე, რომელიც სტიქიამ დააზარალა დღეს უკვე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაშველები მოხალისეები და თავად დაზარალებულები საკუთარი სახლების ნანგრევებთან მისასვლელ გზას დილიდან ასუფთავებდნენ.
გაფრთხილება საცხოვრებელის სახლების დატოვების შესახებ სვანიძის ქუჩაზე თითქმის ყველამ მიიღო, თუმცა ადგილობრივებს სახლების მიტოვება გაუჭირდათ და ცდილობდნენ დატბორვას გადარჩენილი ნივთები გარეთ გამოეტანათ.
ქუჩაზე მცხოვრები 28 ოჯახიდან მსგავსი მდგომარეობა თითქმის ყველას აქვს.
მოსახლეობის თქმით მომავალში მათი ძველ სახლბში დაბრუნება სახიფათოა 2 მიზეზით, პირველი რომ სახლები უკვე ამორტიზირებულია და მეორე სტიქიის განმეორების შემთვევაში მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნება.
ავტორები: ნათია მღებრიშვილი, რეზო დიდბერაშვილი.