17 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება, ნურც იოცნებებენ - ვახტანგ გომელაური 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება. გომელაურის თქმით, ოპოზიცია ამ თემაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს, თუმცა მსგავსი სცენარი ქვეყანაში ვერ მოხდება.  

"ამ თემაზე უკვე წლებია საუბრობენ. რევოლუცია, რევოლუცია, რა თქმა უნდა, ვიტყვი რომ სისულელეა, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება.

ჩვენს ჩვენს მოვალეობას ყოველთვის შევასრულებთ. ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, არჩევნებით და არა რევოლუციის გზით. ამაზე ნურც იოცნებებენ!" - განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა. 

დღის ამბები