20 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
დაავადებათა კონტროლის ცენტრი თბილისელებს აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ წყლის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

„მოსახლეობას ვურჩევთ, რომ თუკი წყალი გარკვეული პერიოდი შეწყდა და შემდეგ მოვიდა, 10 წუთის მანძილზე უნდა იდინოს და მხოლოდ შემდეგ მოხდეს მისი გამოყენება. ახალდაბასა და ბეთანიაში, როდესაც ხდება გარკვეული კატაკლიზმები უკეთესია წყლის გადადუღება,“ - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე.

თბილისის წყალში კი ირწმუნებიან, რომ წყალი სუფთაა. ამის შესახებ კომპანია „GWP“ სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს.

წყლის გარეშეა დარჩენილი რამდენიმე უბანი, თუმცა „GWP“ -ში აცხადებენ წყლის მიწოდება მათ მალე აღუდგებათ.

 
დღის ამბები